Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტიტე კიკაჩეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს ("სუშოსდორი") დუშეთის საგზაო უბნის ოსტატად; 1961-1966წწ. N12 და N13 სამშენებლო უბნების მთავარ ინჟინრად; 1961-1966წწ. N5 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1966-1986წწ. საგზაო სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად; მონაწილეობდა მრავალი საგზაო ობიექტის, მათ შორის, ავტოსაგზაო მაგისტრალების: თბილისის აეროპორტის, რიკოთის უღელტეხილის, "ზესტაფონი-ქუთაისის", "გომი-საჩხერის", "თბილისი-მარნეულის", "ჯვარი-მესტიის", "ხაშური-გორის" მონაკვეთების, ცალკეული სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობაში; დაჯილდოებულია "1941-1945 წლებში სამამულო ომში გამარჯვების" საიუბილეო მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.301 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |