The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კიკვიძე

ლევან კიკვიძე
Date of birth:10 October, 1934
Date of death:2009  (at 74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაღაროთა მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1967წწ. მუშაობდა უკრაინაში, ტრესტ "გორლოვკანახშირში" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1967-1986წწ. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1967-1991წწ. საქართველოს დამზადების სამინისტროში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად, სამეურნეო ორგანიზაციების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ; 1991-1993წწ. იყო საქართველოს პურპროდუქტების მრეწველობის რესპუბლიკური სამრეწველო სამმართველოს უფროსი; 1993-1995წწ. საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის მშენებლობისა და პროექტირების ფირმის დირექტორი; 1997-2009წწ. ქ. რუსთავში შპს "პროგრესის" გენერალური დირექტორის მოადგილე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.301

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: