Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1966 წელს. მუშაობდა ქ. თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ქალაქგეგმარების სახელოსნოში არქიტექტორად; 1968 წელს გადავიდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზკურორტპროექტის" თბილისის ფილიალში უფროს არქიტექტორად; 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად; 1977 წელს არჩეულ იქნა დოცენტად; 1981-1991წწ. ხელმძღვანელობდა საპროექტო საკონსულტაციო ბიუროს; 2008 წლიდან იყო არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; მის მიერ დაპროექტებულია ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის დასახლება ქ. თბილისში, კულტურის სახლის დაბა კოლხიდაში (გაგრის რაიონი), არქიტექტორ მ. ლაითაძესთან ერთად დავით აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტი, საცხოვრებელი სახლი შატბერაშვილის ქუჩაზე, 16-ნომრიანი სასტუმრო ქ. ბაქოში და სხვა; არის 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.301-302
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |