The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ კიკნაძე

გურამ კიკნაძე
Date of birth:10 February, 1925
Date of death:12 October, 2004  (at 79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1947 წელს.

1947-1949წწ. მუშაობდა ქ. კიევში N2 "ხიდმშენრაზმის" სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1949-1950წწ. მუშაობდა ქ. რიგაში ხიდმშენი მექანიზებული კოლონის უფროსად; 1950-1952წწ. მუშაობდა ქ. თბილისში საპროექტო ბიურო "გზაპროექტში უფროს ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1952-1955წწ. საპროექტო ორგანიზაცია "თბილმეტრომშენპროექტში" უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, საპროექტო ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1955 წლიდან გადავიდა საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპრომშენში" უფროს ინჟინრად, შემდეგ ხიდებისა და გვირაბების განყოფილების უფროსი იყო; 1959-1961წწ. მივლინებული იყო ავღანეთში საპროექტო-სამშენებლო კომპანიის უფროსის მოადგილედ; შრომითი საქმიანობის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ისეთ სამუშაოებში, როგორებიცაა თბილისის მეტროპოლიტენის, რიკოთის საავტომობილო გვირაბის, პუშკინის სახელობის უღელტეხილზე (სომხეთი) გამავალი საავტომობილო გვირაბის და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში; 1958 წელს დაჯილდოებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით; 1971 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.303

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: