Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის საავტომობილო გზების ფაკულტეტი 1936 წელს. 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა საგზაო ორგანიზაციების ზემო სვანეთში, სოხუმსა და სენაკში; 1941-1943წწ. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1943-1979წწ. მუშაობდა ქ. გორში N28 საგზაო სამმართველოს უფროსად; წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაცია-ექსპლუატაციის საქმეს; მონაწილეობდა "ნატახტარი-გორი-ხაშური-ხევის" მონაკვეთის, "გორი-ახალგორი-ცხინვალის" ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია-განახლებაში, თაოსნობდა რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის სამუშაოების დაწყებას; იყო საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ერთ-ერთი პროფესიონალი ხელმძღვანელი; წლების განმავლობაში არაერთგზის იყო არჩეული ადგილობრივი საბჭოების დეპუტატად, გორის ქალაქკომის წევრად და სხვა; დაჯილდოებული იყო როგორც საბრძოლო ორდენებითა და მედლებით, ასევე საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით; არაერთგზის იყო აღიარებული "წლის საუკეთესო მეგზევედ"; მივლინებული იყო საზღვარგარეთის ქვეყნების საგზაო მშენებლობაში ნოვატორული და პროგრესული მეთოდების დანერგვის მიზნით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.304 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |