The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ კილაურიძე

გურამ კილაურიძე
Date of birth:18 November, 1946  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში ჯერ ინჟინრად, შემდგომ სამშენებლო უბნის უფროსად; ამავე პერიოდში სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1974-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტში N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად, შემდგომ სამმართველოს უფროსად; 1987-1988წწ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მშენებლობის დაფინანსების განყოფილების უფროსი; 1988-1996წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მინაწილეობით ქ. ქუთაისში, სამტრედიისა და აბაშის რაიონებში აშენდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი; მისი ხელმძღვანელობით ქ. თბილისში აშენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიოლოგიის ფაკულტეტის კორპუსები, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კორპუსი, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, ფსიქიატრიული საავადმყოფო, პოლიტექნიკური სასწავლებელი, იზოტოპების ინსტიტუტი, მრავალი სკოლა და საბავშვო ბაღი; 1987 წელს მან პირველმა საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოაყალიბა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კოოპერატივი "ჩოგანი"; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და საუწყებო საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.308-309


Share: