Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1985წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი, N1 არქიტექტურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1963წწ. მუშაობდა პედაგოგად მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; 1963-1966წწ. თბილისის N73 საშუალო სკოლაში; 1966-1980წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1985 წელს სათავეში ჩაუდგა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "საქვაჭრობპროექტს". მისი ხელმძღვანელობით და ავტორობით დაპროექტდა და განხორციელდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შენობა, საბავშვო ბაღი მეჩნიკოვის ქუჩაზე, ბავშვთა დასასვენებელი კომპლექსი "მზიური" ვერეს ხეობაში (თბილისში), ადმინისტრაციული შენობა ქ. ზუგდიდში, რესტორანი კოსმონავტებისთვის ბაიკანურში, სასტუმრო და დასასვენებელი სახლი ბაკურიანში და ბორჯომ-პარკში, ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია ბათუმში და სხვა; 1963 წლიდან მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ ყველა მნიშვნელოვან არქიტექტურულ გამოფენა-კონკურსში; 1983-1989წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიების ლაურეატი; იყო არქიტექტორ გიორგი ლეჟავას სახელობის ფონდის თავმჯდომარე, სამახსოვრო მედლის "თბილისობა-83" და სხვა მედლების კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.309; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 38 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |