Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო კირცხალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს. 1977-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1978-1987წწ. ამავე ტრესტში N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1987-1996წწ. ამავე ტრესტის N5 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1996-2000წწ. იყო შპს "ლიბო-პლუსის" გენერალური დირექტორი; 2007-2013წწ. შპს "ლიბო პლიუს კომპანიის" დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2013-2016წწ. კომპანია "ეპიკ ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის, ჩეხეთ-საქართველოს ერთობლივი ქარხანა "ლეჩივა-გეოს", საბანკო ოფისების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობების (თბილისში) მშენებლობაში; 2013 წელს იყო ლატვია-საქართველოს ინვესტიციებისა და "სავაჭრო ურთიერთობების სააგენტოს" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2015 წლიდან საქართველო-ბელორუსის საინვესტიციო და "სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის სააგენტოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; არის ორი გამოგონებისა და თორმეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; 1987 წელს მიღებული აქვს სამახსოვრო მედალი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობისათვის - ქ. თბილისის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.311; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |