The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარლო ორაგველიძე

კარლო ორაგველიძე
Date of birth:1902
Date of death:11 October, 1937  (at 35 years)
Category:Public official, Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი.

სწავლობდა სოფლის სკოლაში, შემდეგ - გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში, სვერდლოვსკის სახელობის უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა წითელი პროფესორის სამეცნიერო წოდება. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილებას განაგებდა; 1935-1937წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად იყო დანიშნული. რექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს თავი იმით "გამოიჩინა", რომ 1936 წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება "საქართველოს ისტორიის საკითხისათვის", რომლის უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსის განქიქება და განადგურება იყო. მან ივანე ჯავახიშვილის დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე მარტოოდენ ემპირიული მასალების, ფაქტების შეგროვებასა და მათ ერთგვარ სისტემატიზაციამდე დაიყვანა. იმავე წელს მან თავისი მოხსენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "შრომებშიც" დაბეჭდა (1936, V, პირველი სერია: საზოგადოებათმეცნიერებანი). კ. ორაგველიძეს ეკუთვნის ნაშრომები მარქსისტულ-ლენინური თეორიისა და პარტიის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. დახვრიტეს 1937 წელს. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: www.tsu.ge

Bibliography


Share: