Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დურსუნ კომახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1940 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1949-1957წწ. მუშაობდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, აჭარის კულტურის სამინისტროს მთავარ ინჟინრად; 1957-1962წწ. ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორად; 1963-1971წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1962-1991წწ. იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის განყოფილების, შემდგომში აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 1971 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან შეიქმნა შემოქმედებითი საპროექტო სახელოსნო "აჭარარქპროექტი"; 1978 წელს არქიტექტურის მუზეუმი; 1985 წელს არქიტექტორთა შემოქმედებითი სახლი; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სტატია და სამეცნიერო ნაშრომი; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, პროფესორი. მინიჭაბული ჰქონდა არქიტექტურის კანდიდატის ხარისხი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.317; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.286; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |