The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან დოდაშვილი

რუსუდან დოდაშვილი
Date of birth:29 December, 1922
Date of death:1 March, 1979  (at 56 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Playwright, Linguist, Translator, Explorer, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ფრანგული ენის სპეციალობით 1946 წელს.

მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის საზოგადოებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის ფრანგული ენის კათედრაზე - პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. არის ავტორი სტატიებისა, რომლებიც შევიდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და ეხება ბალზაკის, ვოლტერის, დრიუონის, სარტრის, ბარბიუსის ცხოვრებასა და შემოქმედებას. თარგმანები: ვოლტერი - "ფილოსოფიური მოთხრობები", ჟან დე ლა ბრუიერი - "ხასიათები ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებები", ონორე დე ბალზაკი - "კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე", "გამქრალი ოცნებანი", "წითელი სასტუმრო", მორის დრიუონი - "ძლიერნი ამა სოფლისანი" (ნუნუ ქადეიშვილთან ერთად); მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის პირველი სერია: პიერ კორნელი - "ჰორაციუსი" (ლევან ჭუბაბრიასთან ერთად), ჟან - პოლ სარტრი - "ოთახი". არის ავტორი მონოგრაფიისა - "მარი ბროსე - ქართული მწერლობის მკვლევარი" და პიესებისა: "ჩვენი ფრთები", "სიმღერის ძალა" (ლევან ჭუბაბრიასთან ერთად).

Member of Organizations

  • არტურ რემბოს საზოგადოება, წევრი (1974-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1978-1979)

Bibliography

  • რჩეული ნაწარმოებები : 8 ტომად (Translator) // ტ. 2 : გამქრალი ოცნებანი : გაგრძელება . - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 480გვ.. - ISBN: 978-9941-21-341-0
  • რჩეული ნაწარმოებები : 8 ტომად (Translator) // ტ. 7 : შაგრენის ტყავი : რომანი ; მოთხრობები. - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 448გვ.. - ISBN: 978-9941-21-346-5
  • მარი ბროსე : ქართული მწერლობის მკვლევარი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1962. - 113გვ.

Share: