შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე კოტანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბარმაქსიზი, წალკის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1950წწ. მუშაობდა კარელია-ფინეთის ასსრ ჰიდროლიზის ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1950-1960წწ. "ვოლგა-დონის" არხის მშენებლობაზე - ოსტატად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1961-1966წწ. წალკაშია და ინიშნება სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1966-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს წალკის N16 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1986-1996წწ. წალკის ადგილობრივ საშენ მასალათა საწარმოს დირექტორად; 1996 წლიდან საზოგადოება "ბერძენთა კავშირპონტოს" საწარმოს დირექტორი იყო; აქტიურად მონაწილეობდა წალკის რაიონის განაშენიანება-კეთილმოწყობაში; ხელმძრვანელობდა სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამოქალაქო დანიშნულების მრავალი ობიექტის მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.321 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |