The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე კოტანოვი

პავლე კოტანოვი
Date of birth:19 November, 1925  (99 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარმაქსიზი, წალკის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

1948-1950წწ. მუშაობდა კარელია-ფინეთის ასსრ ჰიდროლიზის ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1950-1960წწ. "ვოლგა-დონის" არხის მშენებლობაზე - ოსტატად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1961-1966წწ. წალკაშია და ინიშნება სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1966-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს წალკის N16 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1986-1996წწ. წალკის ადგილობრივ საშენ მასალათა საწარმოს დირექტორად; 1996 წლიდან საზოგადოება "ბერძენთა კავშირპონტოს" საწარმოს დირექტორი იყო; აქტიურად მონაწილეობდა წალკის რაიონის განაშენიანება-კეთილმოწყობაში; ხელმძრვანელობდა სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამოქალაქო დანიშნულების მრავალი ობიექტის მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.321

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • წალკის საპატიო მოქალაქე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: