The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კრავეიშვილი

ლევან კრავეიშვილი
Date of birth:1930  (95 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს.

1954 წელს დაიწყო მუშაობა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინრად; 1956 წელს საავტომობილო გზების კვლევა-ძიებითი უფროსი იყო; 1960 წელს გადაიყვანეს საავტომობილო გზების კვლევა-ძიებითი ექსპედიციის უფროსად, ხოლო 1962 წლიდან მუშაობდა პროექტის მთავარ ინჟინრტად; მის მიერ დაპროექტებული და შენებულია მცხეთის შემოვლითი გზა, თურქეთში გასასვლელი "კახაბერი-სარფის" საავტომობილო გზა, რუსეთიდან გაგრის გავლით შემოსასვლელი საავტომობილო გზის "ფსოუ-განთიადი-გაგრის" მონაკვეთი; იყო საქართველოს სამხედრო გზის ცალკეული უბნების რეკონსტრუქციის ავტორი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და ტექნიკური ზედამხედველობით შესრულებულია "ანანური-ფასანაურის", "ფასანაური-მლეთას", "მლეთა-კობის", "კობი-ყაზბეგის" და "ყაზბეგი-ორჯონიკიძის" მონაკვეთების რეკონსტრუქციის პროექტები; ასევე "კუნდუზ-ფაიზაბადის" საავტომობილო გზის "კუნდუზ-ტოლუკანის" მონაკვეთი (ავღანეთში), სახელმწიფო გზების "ადლერ-განთიადის" და "ვოლგოგრად-ილოვლინკის" მონაკვეთების, უზბეკეთში "ტაშკენტ-გოლოდნაია სტეპის", ყირგიზეთის ტერიტორიაზე საავტომობილო გზა "ფრუნზე-ოშის" მთავარი მონაკვეთების მშენებლობა; წლების განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის ლექტორი, დოცენტი, პროფესორი. ამავე ფაკულტეტის სადიპლომო კომისიების თავმჯდომარე; 1994 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო, საგზაო და აეროდრომების კათედრის პედაგოგია; დაჯილდოებული იყო ავღანეთის მთავრობის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.323-324

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის მედალი

Share: