The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ კუკულავა

ვლადიმერ კუკულავა
Date of birth:1913
Date of death:1979  (at 66 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სპეციალობით 1937 წელს.

1937-1939წწ. მუშაობდა სოხუმის ჰიდროელექტროსადგურის ინჟინრად, ცვლის უფროსად; 1939-1943წწ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1943-1952წწ. აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სპეციალობის მიხედვით; 1953 წელს დაინიშნა თბილისის ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორად; 1955-1961წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველის მოადგილედ; 1962-1979წწ. საკავშირო დაქვემდებარების ტრესტ "სოიუზლიფტმონტაჟის" ამიერკავკასიის სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის საბაგირო გზების მშენებლობა-დამონტაჟებაში; ხელმძღვანელობდა თბილისის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული დანიშნულების შენობებში სპეციალიზებული სამუშაოების შესრულებას; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.325

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: