The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თორნიკე კუპატაძე

თორნიკე კუპატაძე
Date of birth:28 October, 1950  (74 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სალიანდაგო ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის სპეციალობით 1974 წელს.

1974-1996წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში" განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, პარტიის უფროსად, ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1996-1998წწ. "საქართველო-თურქეთის" რკინიგზის მშენებლობის დირექციის მთავარი ინჟინერი იყო, შემდგომ კი დირექციის უფროსი; 1998-1999წწ. იყო საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ინფორმატიკის სამსახურის უფროსი; 1999-2000წწ. შპს "საქართველოს რკინიგზის" ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ დაინიშნა სამეცნიერო-ტექნიკური და ინფრასტრუქტურის გენერალური დირექტორის მოადგილედ; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო მონოგრაფია და ნაშრომი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის. ტექნიკური მეცნიერების კანდიდატი (1990).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.325-326; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.175; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: