შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში. მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ-სუნჟას 1-ლ პოლკში. 1917 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა თათართა ცხენოსანი პოლკის მეთაურად. რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და (1914-1918) წლების პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთურობდა თათართა დივიზიას (ხალხში ცნობილია როგორც "ველური დივიზია"), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. გარდაიცვალა ქ. მიუნხენის სანატორიუმში ჭლექისგან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1919). სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.37; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 584 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |