Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლი (მიტროპოლიტი)![]()
Biographyოდიშის მთავრის, კაცია ოტიას ძე დადიანის ხელშეწყობით აღადგინა და მოაშენა ცაიშის მონასტერი, შეაკეთა მთავარი ტაძარი და შესძინა სამღვდელმსახურო ინვენტარი, წიგნები. ააშენა ქვის სამრეკლო, აგრეთვე სახლები მღვდლებისა და სხვა სასულიერო პირებისათვის, მონასტერს შემოავლო გალავანი. გრიგოლი დიდ ყურადღებას უთმობდა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების შეკრებას, წიგნსაცავის შექმნას. სხვადასხვა დროს მონასტერს აუშენა 4 ტაძარი: სოფ. ლარჩავას–მთავარანგელოზის, სოფელ კოცოხს–თევდორე ტირონის, ხეთას– წმინდა კვირიკესი, ხეთაში, თავისივე მამულში, ააგო სასახლე და მოაწყო კარის ეკლესია. იქვე დააარსა სასწავლებელი, ააგო საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები. თავისი სახსრებით დაიხსნა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მაჰმადიანთა მიერ გატაცებული ტყვეები. დიდი სამისიონერო საქმიანობა გასწია აფხაზთა დასაბრუნებლად ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. 1822 წლის 19 ივნისს შედგენილ მის ვრცელ ანდერძში საინტერესო ცნობებია იმდროინდელ დასავლეთ საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე. ერისკაცობაში გრიგოლ დადიანი(დაახლოებით 1760–1822), ცაიშის ეპისკოპოსი (ცაიშელი), მოგვიანებით მიტროპოლიტი; განმანათლებელი, მისიონერი, ქველმოქმედი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153; georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |