Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია გრუზინოვი![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1801 წელს, 1804 წელს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია და იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში" (ლათინურ ენაზე). მალე იგი როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა, ანატომიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნეს გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. რუსული წყაროს საფუძველზე ირკვევა, რომ მან რუსეთისათვის პირველმა შეადგინა "ინგლისური გრამატიკა". 1809 წელს დაბრუნდა მოსკოვში და ანატომიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფიზიოლოგიაში, სასამართლო მედიცინასა და კლინიკურ საგნებში. 1811 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ორდინარული პროფესორი იყო. 1812 წელს სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა არმიაში, იყო მოსკოვის ლაშქრის კორპუსის ექიმი და დაიმსახურა გმირი პროფესორის სახელი. შეისწავლა ადამიანსა და ცხოველებში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიური მუზეუმი გაამდიდრა ანატომიური პრეპარატებით, მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი. რუსი ანატომი და ფიზიოლოგი, წარმოშობით ქართველი. აზნაურ რომან ნამჩევაძის შთამომავალი. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge; კომპანია "ავერსი": aversi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |