The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ოქროსცვარიძე

Date of birth:29 May, 1912
Date of death:1998  (at 85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია 1935 წელს.

1930-1932წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია.  პარალელურად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1942 წელს გორის თეატრის მსახიობია, ხოლო 1945 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის თეატრისა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დენშჩიკი (ი. ლერომონტოვის "მასკარადი"), დავითი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ბარმანი (კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი"), დეკანოზი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მეწისქვილე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"),  მამასახლისი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ქაიხოსრო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), სოსანა (ი. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ტარიელი (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაეცება"), გენერალი (ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი") და სხვა.  გარდა თეატრისა, დ. ოქროსცვარიძე მონაწილეობდა ფილმებშიც: "ქალის ტვირთი", "თხუნელა", "მაგდანას ლურჯა", "გლახის ნაამბობი", "ლონდრე", "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი".

წყარო:  ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.69-70; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: