The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა კუჭავა

დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

1973-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ფოთის N11 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1980-1990წწ. ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველოსა და ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილებების უფროსად; 1990-1991წწ. სამშენებლო ტრესტ "ფოთიმშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1991 წელს სათავეში ჩაუდგა შპს "სფინქსს"; მონაწილეობდა სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის: ფოთის გემთმშენებელი ქარხნის საწარმოო კორპუსის, ფოთის წისქვილქარხნის სასილოსე ნაგებობის, საცხოვრებელი სახლების, სკოლების, ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოო ბაზების მშენებლობასა და რეკონსტრუირებაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. ფოთის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის საქმეში; არჩეულია ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრად, საქართველოს მშენებელთა კავშირის ფოთის განყოფილების ხელმძღვანელად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.330

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი

გააზიარე: