The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბუხუტი ლაზარიაშვილი

ბუხუტი ლაზარიაშვილი
Date of birth:21 January, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო-სამარკშეიდერო სპეციალობით 1958 წელს.

1959-1969წწ. მუშაობდა რუსთავის ქიმიური ქარხნის მექანიკოსად, საამქროს ცვლის უფროსად, საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1969 წელს 3 წლით მივლინებული იყო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მონღოლეთიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, საიდანაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეცსამონტაჟო სამუშაოთა მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" საწარმოო სამართველოს უფროსად; შემდეგ მუშაობდა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სამრეწველო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: რუსთავის ქიმიური, ქუთაისის საავტომობილო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ახალქალაქის საბაგირო გზების დანადგართა ქარხნების მშენებლობაში; ოპერატიულად უწევდა კოორდინაციას მემონტაჟეთა მრავალათასიანი კვალიფიციური კოლექტივების საქმიანობას; დაჯილდოებულია მონღოლეთის რევოლუციის 50 წლისთავის საიუბილეო მედლით; 2013 წლის ბოლომდე მუშაობდა სააქციო საზოგადოება "მონტაჟსპეცმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.334

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: