Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ლაზარიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების სპეციალობით 1972 წელს. 1972-1975წწ. მუშაობდა საქართველოს გზების მოწყობის საპროექტო ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1975-1978წწ. სამშენებლო ტრესტ "შიმანოვსკტრანსსტროიში" (ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობაზე) სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1978-1982წწ. თბილისის ზონალურ ს/კ ტიპიური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1983-2010წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" N3 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად, სახელოსნოსა და ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად; მის მიერ დამუშავებული პროექტებია: პოლიკლინიკების შენობები თბილისში - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ლესელიძის, ლუნაჩარსკის ქუჩებზე, დიღმის მასივისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტუბსაავადმყოფოს მთავარი კორპუსი, საცხოვრებელი სახლები შევჩენკოს, გოთუას, კახოვკის, მიცკევიჩის, ატენის ქუჩებზე, მუხიანისა და ვაზისუბანში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტის შენობა, ფირმა "აიას" საოფისე შენობა და სასტუმრო (აღმაშენებლის გამზირზე), კორპორაცია GIF-ის საოფისე შენობა, "თი-ბი-სი ბანკის" ცენტრალური (რეკონსტრუქციის პროექტი) და სიღნაღის ოფისები, მუხრან-ბატონის სასახლის კომპლექსი (რესტავრაცია-რეკონსტრუქცია-მიშენება), რესტორანი "მარაბდა" (რეკონსტრუქცია-მიშენება), წმ. ექვთიმეს ტაძარი (თბილისში, ბაქოს ქუჩაზე), პანსიონატი ქ. გელენჯიკში; მშენებარე პროექტები: ქუთაისის ისტორიული ცენტრი (რეკონსტრუქცია-რესტავრაცია), ბათუმის არსებული რკინიგზის (რეკონსტრუქცია), ბიზნეს-ცენტრი "სოლოლაკი" (თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე), დიღმის დიაგნოსტიკური ცენტრი (ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე), ქირურგიული კორპუსი (N1 საავადმყოფოს ტერიტორიაზე) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.335 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |