Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ყიფშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საღოლაშენი, ქარელის რაიონი. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი; სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა; საბოლოოდ სამხედრო გზა აირჩია და მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. 1894 წელს პოდპორუჩიკის ჩინი მიიღო, 1898-ში პორუჩიკის, 1902-ში შტაბსკაპიტანის, 1906-ში კაპიტნის, 1911 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინი, ხოლო 1915 წელს წარჩინებისთვის პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ოში. სამხედრო-საინტენდანტო აკადემიის დამთავრების შემდეგ, საკუთარ ნაწარმოებებსა თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში; 1905-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს მაგიდის უფროსად. 1917 წლამდე მსახურობდა კავკასიის 1-ი მსროლელი ბრიგადის ინტენდანტად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 1920 წელს მიენიჭა გენერლის წოდება; 1921 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა თბილისში. დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით. ქართველი გენერალ-მაიორი. გრიგოლ ყიფშიძის ძმა. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.44 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |