შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონი (სქიმ-არქიეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1891 წელს, მაგრამ იურისტობაზე უარი თქვა და კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. 1892 წელს ბერად აღიკვეცა დიმიტრის სახელით (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე). 1896 წელს აკადემია დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და იმავე წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად. აქ მან გაიცნო სემინარიელი იოსებ ჯუღაშვილი. 1897 წელს დავით აბაშიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს; ერთი წლის შემდეგ ისევ თბილისის სემინარიაში დაბრუნდა–ამჯერად ინსპექტორად; 1900 წელს არქიმანდრიტი გახდა და ალექსანდროვის მისიონერთა სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა ვლადიკავკაზთან ახლოს. 1902 წლის 23 აპრილიდან ალავერდის ეპისკოპოსი იყო, 1903 - გურია-სამეგრელოსი, 1905 - ბალტის, 1906 – თურქმენეთისა და ტაშკენტის, 1912 - თავრიზისა და სიმფეროპოლის. 1915 წელს მას თავრიზისა და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. 1917 წელს იგი, როგორც საეპარქიო კრების დელეგატი, მოსკოვში გაემგზავრა. აირჩიეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარედ, სადაც იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღდგენას. 1919 წ. იგი იმყოფებოდა პატიმრობაში. 1928 წ. შეიმოსა დიდი სქიმით და ეწოდა ანტონი. აღესრულა კიევ-პეჩორის ლავრაში. ქართველი მღვდელთმთავარი და საეკლესიო პირი. 2012 წ. 22 აპრილს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა იგი წმინდანად შერაცხა. წყარო: droni.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.7 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |