The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონი (სქიმ-არქიეპისკოპოსი)

ანტონი
Legal name:დავით აბაშიძე
Other name:დიმიტრი
Date of birth:12 October, 1867
Date of death:1 December, 1942  (at 75 years)
Burial location:ჯვართამაღლების ტაძრის საკურთხეველი, კიევ-პეჩორის ლავრა
Category:Religious leader, Saint

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, სიღნაღის რაიონი. 

დაამთავრა ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1891 წელს, მაგრამ იურისტობაზე უარი თქვა და კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. 1892 წელს ბერად აღიკვეცა დიმიტრის სახელით (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე). 1896 წელს აკადემია დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და იმავე წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად. აქ მან გაიცნო სემინარიელი იოსებ ჯუღაშვილი. 1897 წელს დავით აბაშიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს; ერთი წლის შემდეგ ისევ თბილისის სემინარიაში დაბრუნდა–ამჯერად ინსპექტორად; 1900 წელს არქიმანდრიტი გახდა და ალექსანდროვის მისიონერთა სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა ვლადიკავკაზთან ახლოს. 1902 წლის 23 აპრილიდან ალავერდის ეპისკოპოსი იყო, 1903 - გურია-სამეგრელოსი, 1905 - ბალტის, 1906 – თურქმენეთისა და ტაშკენტის, 1912 - თავრიზისა და სიმფეროპოლის. 1915 წელს მას თავრიზისა და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. 1917 წელს იგი, როგორც საეპარქიო კრების დელეგატი, მოსკოვში გაემგზავრა. აირჩიეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარედ, სადაც იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღდგენას. 1919 წ. იგი იმყოფებოდა პატიმრობაში. 1928 წ. შეიმოსა დიდი სქიმით და ეწოდა ანტონი. აღესრულა კიევ-პეჩორის ლავრაში. ქართველი მღვდელთმთავარი და საეკლესიო პირი. 2012 წ. 22 აპრილს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა იგი წმინდანად შერაცხა.

წყარო: droni.geქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.7

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (ხმლით)
  • 1911 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1908 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1903 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი

Share: