Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვაციხე, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს (პირველი გამოშვება). 1957-1973წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას. აღზარდა ქართველ თერაპევტთა მრავალი თაობა. იკვლევდა ბორჯომის მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებს, ქართულ კერძებში გამოყენებულ გემოს მიმცემ ნივთიერებებს და ქართული ღვინოების მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. საქართველოში პირველმა აღწერა ფასციოლოზის შემთხვევა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი მეცნიერი-თერაპევტი და პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1956). ლიტერატურის კრიტიკოსის ბესარიონ ჟღენტის და. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.263 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |