Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ქუთაისის გუბერნია. დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. აქტიურად მონაწილეობდა გლეხთა რევოლუციურ მოძრაობაში გურიაში; ეწეოდა პარტიულ საქმიანობას ბათუმში, ჭიათურაში, ქობულეთში, ქუთაისში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ერთ-ერთი ორგანიზატორი. რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ოქტომბრიდან რსდმპ-ს კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი; 1919 წელს ელისავეტგარდის გარნიზონის სამხედრო კომისარი და უფროსი; ამავე წლიდან ოდესის სამხედრო კომისარი; 1919 წლის ბოლოს მონაწილეობდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში აზერბაიჯანში მუსავატისტების და საქართველოში მენშევიკების წინააღმდეგ; 1921-1922წწ. საქართველოს კპ(ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი (პირველი მდივანი); ერთდროულად 1921-1922წწ. აჭარის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე; ეკავა საქართველოს კპ ცკ(ბ) პარტიის ისტორიის განყოფილების უფროსის თანამდებობა; 1937 წლის 24 მაისამდე სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი; ამავე დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.263 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |