Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან რაზიკაშვილი![]()
Biographyსწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში, სადაც დაუახლოვდა თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1917 წელს გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში. შემდგომში სამხედრო სამსახურში იყო. მსახურობდა ფშავის მილიციის უფროსად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს, რის გამოც 1922 წელს დააპატიმრეს და "ბანდიტიზმის" ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. ქართველი მწერლების შუამდგომლობა სერგო ორჯონიკიძესთან უშედეგო აღმოჩნდა. 1923 წელს ლევან რაზიკაშვილი სიკვდილით დასაჯეს. ქართველი სამხედრო ოფიცერი, ვაჟა-ფშაველას ვაჟიშვილი. წყარო: ღალატის ქრონიკა - ვაჟა-ფშაველას ვაჟის ტრაგიკული აღსასრული // კვირის პალიტრა. - თბილისი, 2024. - 29 ივლისი. - N31 (1567). - გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |