The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ლორთქიფანიძე

გიორგი ლორთქიფანიძე
Date of birth:12 January, 1938  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში", საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2, N4 და N12 სამშენებლო ტრესტებში - მთავარ ინჟინრად, გორის სახლსამშენებლო კომბინატის უფროსად; 1980 წლიდან იყო სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილე, ფირმა "თბილქალაქმშენის" ვიცე-პრეზიდენტი; 1993 წლიდან მუშაობს ქ. მოსკოვის სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებსა და სამშენებლო ორგანიზაციაში; მონაწილეობს ძირითადად ბინათმშენებლობის ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საცხოვრებელი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაში საქართველოს რეგიონებში, თბილისის საცხოვრებელი მასივების განაშენიანება-კეთილმოწყობაში; მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციაში (ტიუმენის ოლქში), მიწისძვრისა (საჩხერის რაიონში) და ატომური სადგურის ავარიის შედეგად (ჩერნობილში) დაზარალებულთათვის სახლების მშენებლობაში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.354-355


Share: