The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მაისურაძე

თენგიზ მაისურაძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1968 წელს.

1971-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის სპეციალიზებულ სამონტაჟო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1975-1978წწ. ამავე სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მიწისქვეშა და სპეციალიზებულ სამუშაოთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1975-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის მომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" N41 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1987-1991წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "სოფლსპეცმშენის" მმართველის მოადგილედ; 1990 წლიდან იყო შპს "ფლორას" დამფუძნებელი და დირექტორი; 2006 წლიდან ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ შპს "თეგას".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.363


გააზიარე: