The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ მაისურაძე

თენგიზ მაისურაძე
Date of birth:19 November, 1945  (80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1968 წელს.

1971-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის სპეციალიზებულ სამონტაჟო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1975-1978წწ. ამავე სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მიწისქვეშა და სპეციალიზებულ სამუშაოთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1975-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის მომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" N41 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1987-1991წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "სოფლსპეცმშენის" მმართველის მოადგილედ; 1990 წლიდან იყო შპს "ფლორას" დამფუძნებელი და დირექტორი; 2006 წლიდან ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ შპს "თეგას". 2006 წელს მსოფლიო ორგანიზაციამ (Buziness Initiative Directions), პროდუქციის საუკეთესო ხარისხისათვის ფირმა "ფლორა" დააჯილდოვა ოქროს მედლით. 2000–2006წწ. იყო მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 2003 წელს გახდა საქართველოს საგვარეულო კავშირის დამაარსებელი. 2018 წლიდან არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის მრჩეველი. იგი დაჯილდოვებულია წინამძღოლთა დარბაზის "საპატიო დარბაისელი"-ს სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.363;  მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.162


Share: