Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე (მთავარეპისკოპოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, გორის რაიონი. 1955-1962წწ. სწავლობდა თბილისის 14-ე საშუალო სკოლაში, 1963-1967წწ. წლებში თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში, 1971-1973წწ. წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1973 წლის 12 ოქტომბერს მიტროპოლიტ რომანოზის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა კონსტანტინე ქვარიამ სენაკის დედათა მონასტერში ცეზარ ანანიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად იოანე. 1975 წელს აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1976 წელს არქიმანდრიტის ხარისხში. 1978 წლის 1 იანვრიდან, როდესაც მიტროპოლიტი რომანოზი პენსიაზე გავიდა და განთავისუფლდა ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობისაგან, არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად. 1978 წლის 24 თებერვალს არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. 25 თებერვალს მოხდა მისი კურთხევა. 1979 წელს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და შეთავსებით დაინიშნა ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიის მმართველად. მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს 1983 წლის დასაწყისში. იმავე წლის 15 დეკემბერს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, დარჩა ბერმონაზვნად.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |