The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მარდახიაშვილი

ზურაბ მარდახიაშვილი
Date of birth:1 April, 1962  (63 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდის თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომიტეტში არქიტექტორად; 1991-1994წწ. მუშაობდა საქართველოს დიზაინერთა კავშირში, არქიტექტორად; 1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს დიზაინერთა ფონდის მოსკოვის განყოფილებაში, დიზაინის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, აკადემიკოს ზ. წერეთლის ხელმძღვანელობით; აქტიურად მონაწილეობდა და დიდი წვლილი აქვს შეტანილი შემდეგი პროექტების შემუშავებასა და რეალიზებაში: საბავშვო ქალაქი "მზიური" ქ. თბილისში; დიდი სამამულო ომის მუზეუმი ქ. მოსკოვში; საოცრებათა პარკი ბავშვებისათვის; რუსეთის საზღვაო ფლოტის შექმნის 300 წლისთავისათვის მიძღვნილი სკულპტურა "პეტრე დიდი" ქ. მოსკოვში; 1999 წლიდან გადაიყვანეს პროფესიულ სამხატვრო შემოქმედებით ცენტრში დიზაინის განყოფილების გამგის თანამდებობაზე; მონაწილეობდა შემდეგი პროექტების შემუშავებაში: მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტურ მეცნიერებათა ბიბლიოთეკის გაფორმება; ქრისტეს ტაძრის ღდგენა-გარე მორთულობის მოხატვა, ქ. მოსკოვში; 2001 წლის 11 საქტემბრის მსხვერპლთა მონუმენტი ქ. ნიუ-იორკში (აშშ) და ქრისტეს ტაძრის მაქმანებიანი ხიდი; ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა მონუმენტი, ქ. მოსკოვში; პ. ა. სტოლიპინის ძეგლი ქ. ულიანოვსკში; 2002 წლიდან მუშაობს თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმში, დიზაინისა და ახალი ფორმების განყოფილების გამგის თანამდებობაზე; დაჯილდოებულია ალექსანდრე ნეველის მედლით ქრისტეს ტაძრის მხატვრული გაფორმებისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.371-372

Member of Organizations

  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2013-)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2007-)
  • სსრ კავშირის დიზაინერთა კავშირი (1985-)

Share: