Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი მარშანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1956 წწ. მუშაობდა თბილისის საავტომობილო გზების საპროექტო ინსტიტუტ "საქგზაპროექტში" ინჟინრად, საპროექტო-საგამოკვლევო პარტიის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1956-1966წწ. მივლინებული იყო ავღანეთში საგზაო ობიექტების მშენებლობაზე; 1966-1972 წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N1 და N4 სამონტაჟო-სამშენებლო სამმართველოების უფროსად; 1972-1980 წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1980-1982 წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციაში მთავარ ინჟინრად; 1982-1986წწ. ს/კ გაერთიანება "საქგზამეცნიერებაში" - საგეგმო განყოფილებისა და საავტომობილო გზების N4 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა მრავალი საგზაო ობიექტის, მათ შორის: "თბილისი-მარნეულის", "თბილისი-რუსთავისა" და თბილისის ასაქცევი გზების ცალკეული მონაკვეთების, სახიდე გადასასვლელებისა და საგზაო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.374 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |