The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალბერტ მახარაძე

ალბერტ მახარაძე
Date of birth:12 January, 1935  (90 years)
Category:Geologist, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1961 წწ. მუშაობდა საწარმოო მოპოვებით ტრესტ "საქნავთობის" გეოფიზიკურ ექსპედიციაში სამთო ტექნიკოსად; 1961-1963 წწ. სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენში" ცვლის მარკშეიდერად; 1963-1968 წწ. საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენში" მუშაობდა ქვედა სამგორის N5 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1975 წწ. სამშენებლო ტრესტ "ალაზანმშენის" N3 სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1975-1977 წწ. იყო "პნევმოტრანსმშენის" სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1977-1982 წწ. სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" ლილოს რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი, აღმოსავლეთ საქართველოს მშენებარე ობიექტების დირექციის მთავარი ინჟინერი; 1982-2003 წწ. მუშაობდა საქართველოს წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველოს ("საქმთავარწყალმშენის") ადმინისტრაციაში კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსად, გაერთიანების უფროსის მოადგილედ, იყო კოლეგიის წევრი; 2003-2008 წწ. მუშაობდა სს "საქწყალპროექტის" ტაშისკარის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად; 2008 წლიდან ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დაპროექტებაზე, ქვეჯგუფის ხელმძღვანელად; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ქვემო სამგორისა და ზემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გვირაბების, სარწყავი სისტემების, თბილისის მეტროპოლიტენისა და პნევმოტრანსპორტ "ლილო-2"-ის მშენებლობაში, საქართველოს მელიორაციის სისტემის მიმდინარე სამუშაოებისა და პერსპექტიული განვითარების დაგეგმარებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.382

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: