The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე აბულაძე

ივანე აბულაძე
Legal name:ვანო აბულაძე
Date of birth:6 March, 1959  (66 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. 

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე (1978-1984), სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში (1984-1986).

იყო სახვითი ხელოვნების პედაგოგი ბაღდათის რაიონის სოფ. ფერსათის საშუალო სკოლაში (1984-1985), მხატვართა კლუბის "ფიროსმანი" დირექტორის მოადგილე (1988); 1995 წლიდან ძირითადად მუშაობს გერმანიაში, მიუნჰენში. გამოფენებში მონაწილეობს 1976 წლიდან. ძირითადი ნამუშევრები: ლითნოგრაფიების სერიები - "სვანეთის ცის ქვეშ" (1987); ოფორტები - "კაცია-ადამიანი?!" (1987); "ადამიანი და კოსმოსი", "მიქელანჯელოს და ლეონარდოს ნახატების ვარიაციები", "ნატურმორტები" (1988), ტრიპტიქი "ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში" (აკაკის ლექსის მიხედვით, 1990); სერია "ჩემი ეზო" (1996); ფერწერა - სერია "ქართული მოტივები" (1999). არის წიგნის ილუსტრატორი; 1982 წლიდან დასურათებული აქვს წიგნები: "რაფაელო ჯიოვანელი", "სპარტაკი", "თანამედროვე რუსი პოეტები", თ. აბულაძის ლექსების კრებულები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ "ომეგასთან ". მონაწილეობდა გამოფენებში: პეტერბურგი (1983), ბონი, ბერლინი (1985), პრაღა, ბრატისლავა (1986), ბუდაპეშტი (1987), მოსკოვი (1987), ესტამპის მე-7 საკავშირო გამოფენა (მოსკოვი, თბილისი, 1989). მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების, უნგრეთის ხელოვნების მუზეუმებში, გერმანიის, რუსეთის, იტალიის კერძო კოლექციებში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.16; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1985-)

Share: