Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1995წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, N15 სამშენებლო ტრესტის სახლსაშენი კომბინატის მთავარ ინჟინრად, სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველო "საქბამმშენში" უფროსის მოადგილედ; იყო იმავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს უფროსი, N9 სამშენებლო ტრესტის მმართველი, სამშენებლო-სამრეწველო გაერთიანება "საქმონოლითმშენის" მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1996 წლიდან სს "მონოლითმშენის" პრეზიდენტია; ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებპროექტის", პროფკავშირების კულტურის სასახლის, ავეჯის სახლისა და სავაჭრო ცენტრების (თბილისში), "ნია-გრუზინსკაიას" დასახლების (ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალზე), კომპოზიტორების სახლის (ბორჯომში), საბაგირო გზების ქარხნის (ახალქალაქში), მონოლითური (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში) და მოცულობითი ბლოკებიანი (გარდაბანში) საცხოვრებელი სახლების, ექსპერიმენტული (მონოლითური) საბავშვო ბაღის (გლდანში) მშენებლობას; დაჯილდოებულია საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.388-389; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |