Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მეგრელიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1979წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საქალაქო ნაგებობების სამსახურის მთავარ ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "გზამშენის" მმართველად; 1979-1986წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1986-1998წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" მმართველი, სს "ტრანსმშენის" გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის რკინიგზის "მარაბდა-ახალქალაქის" 167 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის, თბილისის რკინიგზის სადგურის უნიკალური კომპლექსის, თბილისის ბორჯომის ვაგზლის, "ხაშური-ზესტაფონის" საუღელტეხილო უბნის ყველაზე რთული გადასარბენების, "შორაპანი-ძირულასა" და "ხარაგაული-მარელისის" მონაკვეთების რკინიგზის მეორე ლიანდაგების მშენებლობას, თბილისის კვანძის გზის მეურნეობის ობიექტების განახლება-რეკონსტრუქციას, ავჭალისა და დიდუბის სადგურების განვითარებას; მონაწილეობდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის ახალქალაქის, თეთრიწყაროსა და დუშეთის რაიონებში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის, ჭიათურაში - სკოლების, ხოლო საჩხერეში - სარკინიგზო ვაგზლის მშენებლობასა და აღდგენაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია და ხალხთა მეგობრობის ორდენი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.392; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 652-653 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |