The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიჭიკო მელაძე

Legal name:თევდორე მელაძე
Date of birth:12 November, 1933
Date of death:1993  (at 59 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956 წელს მუშაობა დაიწყო "ხრამჰესის" მშენებლობაზე, სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენის" N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უბნის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1959 წელს გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1971 წლამდე მუშაობდა ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, მეცნიერ-მუშაკის თანამდებობებზე; 1971-1974წწ. სსრ კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს მიერ მოვლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც ხელმძღვანელობდა ცენტრალურ ლაბორატორიას; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მთავარი სამმართველოს სამშენებლო ტრესტ "მტკვარწყალმშენის" მთავარ ინჟინრად; 1981 წელს დაინიშნა სამეცნიერ-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" გენერალური დირექტორის მოადგილედ - მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წარეცხილი პლაჟების აღდგენაში, ახალი პლაჟების შექმნასა და დაცვაში ნაპირფორმირების ახალი მეთოდის დანერგვის გზით; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე; 1990 წელს ამავე კათედრაზე აირჩიეს დოცენტად; 1993 წელს ზღვის ნაპირების დაცვის საინჟინრო გადაწყვეტის საკითხებზე სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ - პროფესორად; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია, არის 8 გამოგონების ავტორი

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.392-393

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: