Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდმშენებლობის ფაკულტეტი 1962 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1962 წელს თბილისის ხიდმშენებელ ტრესტში ინჟინრად. 1971-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროში განყოფილების უფროსად. 1973-1974 წლებში მუშაობდა "მთავარენერგოში" განყოფილების უფროსად. 1974-1975 წლებში მუშაობდა სარეზინო-ტექნიკური ნაკეთობების ქარხნის საამქროს უფროსად. 1976-1989 წწ. მუშაობდა საქართველოს "მხატვრული ფონდის" კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად. 1989 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1990-1991 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1992-1993 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 1993 წლის მარტში დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 1993-1998 წლებში მსახურობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ - ჯარების მშენებლობის და განთავსების დარგში. 1998-2002 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსად. ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გვარდიის პოლკოვნიკი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.132; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.125; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 316 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |