Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა მესხელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდების და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1987წწ. მუშაობდა N454 ხიდმშენ მატარებლის, შემდეგ კი N39 ხიდმშენ რაზმის მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1978წწ. არჩეული იყო ხიდების მშენებელთა პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარედ; 1977-1980წწ. მივლინებული იყო ავღანეთში ხიდების მშენებლობაზე; 1984-1987წწ. ლაოსში ხიდების მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1987-1996წწ. მუშაობდა N12 სამშენებლო ტრესტ "ხიდმშენის" მთავარ დისპეჩერად, ამავე ტრესტის სხვადასხვა სამმართველოში უფროსის მოადგილედ; 1996 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ხიდმშენის" N4 ფილიალში დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2000 წლიდან სააქციო საზოგადოება "ხიდმშენის" სამუშაოების ხარისხის განყოფილების უფროსად; მისი მონაწილეობით აშენდა: საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი კორპუსის თაღოვანი ფასადი, სახიდე გადასასვლელები კრასნოდარის მხარეში, "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის ხაზზე, საავტომობილო ხიდი (90 მეტრის სიგრძით) ქ. სევანში (სომხეთი), რკინიგზის ხიდები სადგურ წიფაში, "ზესტაფონი-ხაშურის" მონაკვეთზე, მეორე სალიანდაგო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით; საავტომობილო ხიდი ქ. თბილისში მდ. მტკვარზე (ორთაჭალაში), ექსპერიმენტული საავტომობილო ხიდი (მალის ნაშენით 41+81+41 მეტრის სიგრძით) მდ. მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ქ. თბილისში, შვიდი საშუალო სიგრძის საავტომობილო ხიდი 300 მეტრის საერთო სიგრძით ავღანეთში და ხიდი 240 მეტრის სიგრძით ლაოსში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.399-400; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 195 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |