The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხათუნა არევაძე

ხათუნა არევაძე
Date of birth:4 May, 1967
Date of death:8 March, 2022  (at 54 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს. 

1991 წელს (სექტემბრიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკის და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად, საერთო განყოფილების სხდომის მდივნად; 1991-1992წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა საჩივრებისა და მიღების განყოფილების კონსულტანტად; 1993-1999წწ. მუშაობდა ამავე განყოფილების უფროს კონსულტანტად; 1999 წელს (აგვისტოდან სექტემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილებაში ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სასამართლო პრაქტიკის განზოგადების სექტორის გამგედ; 1999-2000წწ. მუშაობდა ამავე სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების უფროსად; 2000-2002წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2006-2012წწ. იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის 5 მარტიდან გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო; 2012 წელს (მარტიდან ოქტომბრამდე) დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.39; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ გვერდი: hcoj.gov.ge


Share: