The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მექვაბიშვილი

რევაზ მექვაბიშვილი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2008  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

1953-1958წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" ტექნიკოსად; 1958-1962წწ. სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1962-1966წწ. იყო ამავე ტრესტის N7 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1966-1968წწ. N64 მექანიკური სამმართველოს უფროსი; 1968-1995წწ. იყო ტრესტ "საქსოფელექტრომშენის" მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი და ამავე ტრესტის მმართველი; 1995 წლიდან სს "ანძის" (ყოფილი ტრესტი "საქსოფელექტრომშენი") გენერალური დირექტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სოფლების ელექტრიფიცირებაში, სოფლის ქვესადგურებისა და მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება-აღდგენაში, სოფლის საავადმყოფოების, სკოლების, სამეურნეო ობიექტების - ჩაის ფაბრიკების, ღვინის ქარხნებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების ელექტროკვებით უზრუნველყოფაში; იყო ჩაის პლანტაციებში ჩაის საკრეფი მანქანებისთვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების ინიციატორი სპეციალიზებული გადასატანი ბოძების დამონტაჟებით; დაჯილდოებული იყო მედლებით და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.403

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: