Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ მექვაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1953-1958წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" ტექნიკოსად; 1958-1962წწ. სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1962-1966წწ. იყო ამავე ტრესტის N7 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1966-1968წწ. N64 მექანიკური სამმართველოს უფროსი; 1968-1995წწ. იყო ტრესტ "საქსოფელექტრომშენის" მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი და ამავე ტრესტის მმართველი; 1995 წლიდან სს "ანძის" (ყოფილი ტრესტი "საქსოფელექტრომშენი") გენერალური დირექტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სოფლების ელექტრიფიცირებაში, სოფლის ქვესადგურებისა და მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება-აღდგენაში, სოფლის საავადმყოფოების, სკოლების, სამეურნეო ობიექტების - ჩაის ფაბრიკების, ღვინის ქარხნებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების ელექტროკვებით უზრუნველყოფაში; იყო ჩაის პლანტაციებში ჩაის საკრეფი მანქანებისთვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების ინიციატორი სპეციალიზებული გადასატანი ბოძების დამონტაჟებით; დაჯილდოებული იყო მედლებით და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.403 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |