Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ცხაკაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. 1927 წელს დუშეთის თეატრალურ დასში მოღვაწეობდა. 1929 წელს ერთდრულად სწავლობდა თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელ სკოლასა და თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის "ტრამის" სტუდიაში. 1931 წელს მსახიობად დაიწყო მუშაობა "ტრამში", იმავე პერიოდში მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრის სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას. 1933-34 წწ. სეზონში ზუგდიდის თეატრში მუშაობდა. 1934-1936 წწ. სეზონში თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1941 წელს გარდაცვალებამდე კვლავ მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრშია, სადაც იგი ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლებოდა. შესრულებული აქვს 80-ზე მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ნუგზარ ბატონი (ს. თვარაძის "სურამის ციხე"), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), გიორგი (შ. დადიანის "ჩატეხილიხიდი"), ჯანდიერი (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), გიორგი (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), მერკუციო და ლორენციო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), შტრაუზახერი (შილერის "ვილჰელმ ტელი") და სხვა. დ. ცხაკაია მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტში, როგორც მსახიობი და რეჟისორი. რადიოში განხორციელებული აქვს 100-მდე გადაცემა: ჯ. სვიფტის "გულივერის მოგზაურობა", ე. შვარცის "წითელქუდა", ვ. ჰიუგოს "კოზეტა" და სხვა. წერდა სცენარებს რადიოგადაცემებისთვის. წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.99-100 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |