შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა მიქაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა უკრაინაში, სამშენებლო უბნისა და სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1959-1961წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გაზმომარაგების გაერთიანება "თბილგაზის" მთავარ სპეციალისტად; 1983-1986წწ. იყო რესპუბლიკური გაერთიანება "არქდიზაინის" პრეზიდენტი; 1992-2001წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; ხელმძღვანელობდა არაერთი მნიშვნელოვანი საკავშირო ობიექტის: სასტუმროების - "მეტროპოლის", "ბერლინის" პირველი და მეორე კორპუსების (მოსკოვში), "ლენინგრადის" (მოჟაისკში), "ინტურისტის" სასტუმროების მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქცია-რესტავრაციას კიევში, ოდესაში, ლვოვში, ბაქოში, ერევანში, კიშინიოვში, ალმა-ათასა და ბალნტიისპირეთის რესპუბლიკებში; მონაწილეობდა საქართველოსა და მისი ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ობიექტების, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და სასტუმრო "თბილისის" რესტავრაცია-რეკონსტრუქციაში; არის საკავშირო გაერთიანება "ინტურისტის" დამსახურებული მუშაკი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.417-418 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |