Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა მიქაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა უკრაინაში, სამშენებლო უბნისა და სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1959-1961წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გაზმომარაგების გაერთიანება "თბილგაზის" მთავარ სპეციალისტად; 1983-1986წწ. იყო რესპუბლიკური გაერთიანება "არქდიზაინის" პრეზიდენტი; 1992-2001წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; ხელმძღვანელობდა არაერთი მნიშვნელოვანი საკავშირო ობიექტის: სასტუმროების - "მეტროპოლის", "ბერლინის" პირველი და მეორე კორპუსების (მოსკოვში), "ლენინგრადის" (მოჟაისკში), "ინტურისტის" სასტუმროების მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქცია-რესტავრაციას კიევში, ოდესაში, ლვოვში, ბაქოში, ერევანში, კიშინიოვში, ალმა-ათასა და ბალნტიისპირეთის რესპუბლიკებში; მონაწილეობდა საქართველოსა და მისი ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ობიექტების, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და სასტუმრო "თბილისის" რესტავრაცია-რეკონსტრუქციაში; არის საკავშირო გაერთიანება "ინტურისტის" დამსახურებული მუშაკი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.417-418 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |