The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა თუთბერიძე

ნანა თუთბერიძე
Date of birth:21 January, 1954  (71 years)
Category:Journalist, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს, პარალელურად სწავლობდა ხელოვნების ფკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილებაზე.

მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში, იყო გადაცემების: "ხელოვანი და დრო" (1981-1985), "კინოს სამყაროში" (1985-1991), "მრავალსახეობა ეკრანისა" (1991-2004) ავტორი და წამყვანი; ამავე ტელევაზიის კინორედაქციის მთავარი რედაქტორი (1991-1999), კინოს მიმართულების მთავარი პროდიუსერი (1999-2002) და კინოდირექციის დირექტორი (2002-2004); გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კინომიმოხილველი (1977-1985); 2006 წლიდან - "საერთაშორისო  უნივერსიტეტ მასკის" ტელე-კინო და თეატრის სტუდია-აკადემიის დირექტორი. კინომცოდნე.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 95


Share: