The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბაჩიაშვილი

ალექსანდრე ბაჩიაშვილი
Date of birth:28 July, 1949  (74 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2005 წელს. 

1978-1991წწ. იყო მოსკოვის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მუცლის ქირურგიის განყოფილების უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2006წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის I ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1994-1998წწ. რესპუბლიკის მთავარი ქირურგი; 1995-2006წწ. სამედიცინო აკადემიის კლინიკის დირექტორი; არის 55 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების და ორი სასარგებლო მოდელის ავტორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკის ხელმძღვანელი.

სადოქტორო დისერტაციის თემა -  "არაორგანული სიმსივნეების კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1989 წელს. 

 წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.65 ; vidal.ge

Member of Organizations

  • ევროპის ტრავმისა და გადაუდებელი ქირურგიის ასოციაცია, წევრი
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი

Awards and Honors

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

Share: